ძალადობა ოჯახში

შვილზე ძალადობასა და მეუღლის მიმართ მუქარისთვის პირს 1.6 წლით პატიმრობა მიესაჯა

dw.com

არასრულწლოვან შვილზე ძალადობასა და მეუღლის მიმართ მუქარისთვის გორის რაიონულმა სასამართლომ 2020 წლის 14 იანვარს დაკავებულ, წარსულში ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევ ბ.ბ - ს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

"ბ.ბ-მ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რასაც მისი მეორე არასრულწლოვანი შვილი ესწრებოდა. ასევე, 2020 წლის 13 იანვარს, ბ.ბ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ლ.ბ-ს", - წერია პროკურატურის მიერ გავცელებულ განცხადებაში. 

ბ.ბ 2020 წლის 14 იანვარს, გორში დააკავეს. 

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის "ა", "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით წარედგინა და აღკვეთის ღონისძებად პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები