2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი

ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/irakli.garibashvili.96

საქართველოს მთავრობა აქტიურად იმუშავებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რათა ერთობლივად ჩამოყალიბდეს მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური პარამეტრები. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა და პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შსს-ს ინფორმაცით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ხადური.

მისიის ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც შეხვდებიან და ქვეყნის ეკონომიკისა და ფინანსური პოლიტიკის საკითხებზე იმსჯელებენ. IMF-ის მისიასთან შეთანხმების შემდეგ, მთავრობა 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტს პარლამენტს წარუდგენს. 

კომენტარები