ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერის პოსტზე ღარიბაშვილის კანდიდატურა ხელმოსაწერად პრეზიდენტს გაეგზავნა

ირაკლი ღარიბაშვილის Facebook-ის გვერდი.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის წარდგენას მხარი ერთხმად დაუჭირა და აღნიშნულის შესახებ დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა. დეპუტატების თქმით, ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით, უმრავლესობაში ერთსულოვანი პოზიცია იყო.

დეპუტატ ზურაბ აბაშიძის თქმით, დღეს ასევე პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელიც სამუშაო დღის წესრიგს განსაზღვრავს, ამის შემდეგ კომიტეტებში მოხსენებებით წარდგებიან მინისტრობის ის კანდიდატები, რომლებსაც ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელებს. “ოთხშაბათს კი პრეზიდენტის მოწვევით გაიმართება რიგგარეშე სესია, რომლეზეც ახალ მთავრობას დავამტკიცებთ”, - აღნიშნა აბაშიძემ.

კომენტარები