სპეციალური პენიტენციური სამასხურის განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ნახა ირაკლი ღარიბაშვილის საკანში განთავსებული კამერის მიერ გადაღებული უწყვეტი ვიდეომასალა, რომლის შემდეგაც დაადასტურა, რომ ექსპრემიერს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია.
"ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოჯახის წევრის დაბადების დღეზე პენიტენციური დაწესებულება დროებით დატოვა, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ნახა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად გადაღებული უწყვეტი ვიდეომასალა, რის შემდეგაც სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ მსჯავრდებულს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია". - ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, 27 თებერვალს, ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შაბათის ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი 5 თებერვალს, რამდენიმე საათით, ციხიდან შვილის დაბადების დღეზე გაიყვანეს. სიუჟეტი ეთერში 28 თებერვალს გავიდა.





