დალია გრიბაუსკაიტე

ლიტვის პრეზიდენტი: არ გაიმეოროთ უკრაინის შეცდომები

ლიტვის პრეზიდენტი საქართველოს ახალ ხელისუფლებას ურჩევს, არ გაიმეოროს უკრაინის შეცდომა და ოპონენტებთან პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებისგან თავი შეიკავოს. ამის შესახებ დალია გრიბაუსკაიტემ 17 ნოემბერს, ტელეკომპანია რუსთავი-2-სა და მაესტროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ლიტვის პრეზიდენტის განცხადებით, იგი მოხარულია, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია არ იცვლება და ახალი ხელსუფლებაც ქვეყნის ევროკავშირსა და NATO -ში ინტეგრაციას ისახავს მიზნად.

გრიბაუსკაიტეს თქმით, ის ასევე მოხარულია, რომ მაშინ, როდესაც ლიტვა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე საქართველოსთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდება. „თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. კერძოდ, სამართლებრივ სფეროში, რათა ის (მართლმსაჯულება) გახდეს უფრო დამოუკიდებელი. ეს არ არის ადვილი საქმე. ევროპა ყურადღებით დააკვირდება მოვლენებს და გირჩევთ არ გაიმეოროთ უკრაინის მიერ დაშვებული შეცდომა პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციის წარმომადგენელთა გასამართლებასთან დაკავშირებით. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წინა მთავრობის წარმომადგენლებთან ანგარიშსწორება არ უდნა მოხდეს", - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა.

დალია გრიბაუსკაიტე საქართველოში ახალი პრეიდენტის, გიროგი მარგველაშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩავოვიდა.  

კომენტარები