არჩევნები კალათბურთის ფედერაციაში

კალათბურთის ფედერაციის არჩევნებზე ხმის უფლების მქონე 40 დელეგატი იქნება

gbf.ge

კალათბურთის ფედერაციაში 11 დეკემბერს გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით გამგეობის სხდომა გაიმართა.

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობას სულ ხმის უფლების მქონე 40 დელეგატი მიიღებს.

მათ შორის არიან ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე 9 კლუბი და ამდენივე რეგიონული ორგანიზაცია.

შეხვედრას პრეზიდენტობის მსურველი ოთხივე კანდიდატი ესწრებოდა, მათ შორის იყო კალათბურთელთა კავშირის დამფუძნებელი მიხეილ ახვლედიანი, რომელმაც გამგეობის სხდომასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა და სახელმწიფო უმოქმედობაში დაადანაშაულა

"არ შეიძლება თბილისის დინამოს - ჩემპიონთა თასის მფლობელს და ფოთის სპორტსკოლას თანაბარი ხმები ჰქონდეთ, რომლებსაც დაუტოვეს თანაბარი ხმები. თუ ეს პროცესები ასე განვითარდება, მე თქვენ სცენარს ვერ გეტყვით, რადგან შეიძლება საკმაოდ დაიძაბოს სიტუაცია. როგორც ჩანს, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს წესრიგს საკალათბურთო კანონმდებლობაში და აქედან გამომდინარე, მე პასუხისმგებლობას ვაკისრებ სპორტის სამინისტროს, რადგან ის არის საკანონმდებლო ინიციატივების და კანონის აღმსრულებელი ამ ქვეყანაში", - განაცხადა მიხეილ ახვლედიანმა.

განსხვავებული პოზიციები დააფიქსირეს პრეზიდენტობის სხვა კანდიდათებმა. ისინი აცხადებენ, რომ მცირე შენიშვნების მიუხედავად, დადგენილებასთან დაკავშირებით სერიოზული პრეტენზიები არ გააჩნიათ.

"ახვლედიანს შეიძლება აწყობდეს, რაც უფრო ნაკლები დელეგატი იქნება კალათბურთში. მე ჩემი მხრიდან ვუყურებ ყველაფერს და მსურს, რაც შეიძლება მეტი კალათბურთელი იყოს წარმოდგენილი", - განაცხადა ვლადიმერ ბოისამ.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 11 დეკემბერს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართება.

 

კომენტარები