არჩევნები კალათბურთის ფედერაციაში

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი მიხეილ გაბრიჩიძემ გამოთქვა

კახა შენგელიას, ვლადიმერ ბოისასა და მიხეილ ახვლედიანის შემდეგ, დღეს, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი კიდევ ერთმა ყოფილმა კალათბურთელმა - მიხეილ გაბრიჩიძემ გამოთქვა.
ჰიუნდაის მთავარ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, მასმედიის წარმომადგენლებს მიხეილ გაბრიჩიძე საკალათბურთო გუნდმა ჰიუნდაიმ წარუდგინა.
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბრამდე გაიმართება, თუმცა კონკრეტული თარიღი ამ დროისთვის უცნობია.

"კამათის გარეშე საქმე არ კეთდება, საზოგადოება ვერ ვითარდება და ყველაფერი მალე, ძალიან მშვიდობიანად გადაწყდება, ისე როგორც საკალათბურთო საზოგადოებას ეკადრება", - განაცხადა მიხეილ გაბრიჩიძემ.

კომენტარები