მედიკამენტები რეცეპტით

სერგეენკო: რეცეპტების შემოღება მოსახლეობას ბარიერებს არ შეუქმნის

facebook.com/mohgovge

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, რეცეპტების შემოღება მოსახლეობას დამატებით ბარიერს არ შეუქმნის. სერგეენკოს აზრით, "ეს პროექტიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც საყოველთაო ჯანდაცვაა". 

"რეცეპტების შემოღება დროის, რიგების, ფინანსური და დამატებითი გადასახადების კუთხით მოსახლეობას ბარიერებს არ შეუქმნის. ჩვენ სწორედ ამ რისკების გაწერას და მომზადებას მოვუნდით ნახევარი წელი, რომ ყველა ეს რისკი დასულიყო მინიმუმამდე. მე ვფიქრობ, ეს პროექტიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც საყოველთაო ჯანდაცვა", - უთხრა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ რეცეპტების შემოღება საბიუჯეტო ხარჯებს არ უკავშირდება.

ცნობისთვის, 2014 წლის პირველი იანვრიდან მეორე კატეგორიის მედიკამენტები ურეცეპტოდ აღარ გაიყიდება.

კომენტარები