მედიკამენტები რეცეპტით

1 სექტემბრიდან მედიკამენტების გაყიდვაზე ახალი რეგულაციები ძალაში შედის

ხვალიდან ძალაში შედის "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში" ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ურეცეპტოდ აღარ გაიცემა II ჯგუფის მედიკამენტები. აღნიშნული მედიკამენტების შესაძენად აფთიაქებში დღეს დილიდან რიგებია, მომხმარებელთა ნაწილი კი აცხადებს, რომ გარკეულ მედიკამენტებზე დეფიციტია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში ახალ რეგულაციებს აუცილებელს უწოდებს. მისი თქმით, რეცეპტული სისტემა ემსახურება სამედიცინო პრეპარატების მიღებას მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და სააფთიაქო ნარკომანაისთან ბრძოლას.

პირველი სექტემბრიდან ურეცეპტოდ გაცემის აკრძალვას ე.წ. მეორე კატეგორიის მედიკამენტები, მათ შორის საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები (გარდა მცენარეული პრეპარატებისა), ანტიდეპრესანტები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და იმუნომოდულატორები, საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმული და ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო წამლის ფორმები, ვიტამინების ნაწილი და სხვა სახის მედიკამენტი ექვემდებარება. მომხმარებლებს რეცეპტის წარდგენის ვალდებულება ექნებათ მაგალითად, ნიმესილის, დიმედროლის, პარაცეტამოლის, სტრეპტომიცინის და სხვა მედიკამენტების შეძენისას, სულ 6 209 დასახელების მედიკამენტზე.

კომენტარები