მედიკამენტები რეცეპტით

სერგეენკო წამლების გაძვირების, შავი ბაზრისა და კორუფციის საფრთხეს ვერ ხედავს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფარმაცევტულ კომპანიებს მოუწოდებს, მედიკამენტების რეცეპტით გაცემის თემაზე საინფორმაციო კამპანიის ფორმა სამინისტროსთან შეაჯერონ. მინისტრს მიაჩნია, რომ მავნებლურია ზოგიერთი კომპანიის მხრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით მიმართვა, რომ მომხმარებელმა ის მედიკამენტები მოიმარაგოს, რომელიც 1 სექტემბრიდან რეცეპტის გარეშე აღარ გაიცემა. სერგეენკო დარწმუნებულია, რომ წამლების დეფიციტი ან ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

სერგეენკო პრეპარატების რეცეპტით გაცემის გამო წამლების გაძვირების, შავი ბაზრის გაჩენისა და კორუფციის რისკებს ვერ ხედავს.

რას ფიქრობენ აღნიშნულ ცვლილებაზე ფარმაცევტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და მომხმარებლები - იხილეთ სიუჟეტში.

კომენტარები