ეკონომიკური ზრდა

კვირიკაშვილი: მშპ ზრდის დაგეგმილ მაჩვენებელზე ვერ გავიდა

მთლიანი შიდა პროდუქტი ზრდის დაგეგმილ მაჩვენებელზე ვერ გავიდა. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

"ეკონომიკის ზრდა წელს დაახლოებით 2-2.5% იქნება. ასევე ძალიან სერიოზულად გადაიხედა ინფრასტრუქტურული პორტფელი. ბევრი პროექტი გაუმჯობესდა, ხელახლა გავიდა ტენდერზე და ამ ტენდერების ჩატარებას დრო სჭირდება", - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ინსფრასტრუქტურის სამინისტრო სწრაფად მუშაობს იმისთვის, რომ მომავალი წლის განმავლობაში მოხდეს იმ ყველაფრის ანაზღაურება, რაც წელს ვერ შესრულდა.  

კომენტარები