შს მინისტრი

ბესელია: შს მინისტრის პოსტზე ღარიბაშვილმა საინტერესო კანდიდატურა დაასახელა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას შეფასებით, შს მინისტრის პოსტზე მომავალმა პრემიერმა ძალიან საინტერესო კანდიდატურა დაასახელა. ბესელიას თქმით, შიდა მსჯელობა რამდენიმე კანდიდატურის ირგვლივ მიმდინარეობდა. დეპუტატის განცხადებით, მომავალ შს მინისტრს უკვე აქვს ძალიან წარმატებული შედეგები მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.

"ძალიან კარგი სტატისტიკა გვაქვს. მან შეძლო დედაქალაქში გვქონოდა დანაშაულის გახსნის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ასევე ძალიან დაბალი მაჩვენებელი იყო დანაშაულის ჩადენის კუთხით. ეს პროფესიული წარმატებული შედეგები, მართვა, პიროვნული თვისებები, სხვადასხვა პერიოდში მუშაობის გამოცდილება, მიუხედავად მისი ასაკისა, გვაძლევს იმედის და ძალიან პოზიტიური დასკვნების გაკეთების საშუალებას. მნიშვნელოვანია, რომ შს მინისტრის კანდიდატურა ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა, რომელიც მომავალ მინისტრს პირადად იცნობს. ბუნებრივია, ჩვენ ვენდობით ირაკლი ღარიბაშვილს. ის კარგი შედეგები, რომელიც დღეისთვის სახეზე გვაქვს გვაძლევს სტიმულს და ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ალექსანდრე ჭიკაიძე თავს გაართმევს ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობას", - თქვა ბესელიამ და აღნიშნა, რომ "როგორც ამბობენ, ახალგაზრდული ასაკი არის ის ნაკლი, რომელიც სწრაფად გადის".

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ალექსანდრე ჭიკაიძე შეცვლის. ამის შესახებ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, თავად მომავალმა პრემიერმა განაცხადა

კომენტარები