შს მინისტრი

ალასანია: მინისტრთა კაბინეტში პრინციპული ცვლილებები არ იგეგმება

facebook.com/alasaniairakli

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, შს მომავალ მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს არ იცნობს, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილისგან მის შესახებ მხოლოდ კარგი სმენია. როგორც ალასანიამ დღეს ვაზიანში, ჟურნალისტებს უთხრა, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებულ შს მინისტრობის კანდიდატს მხარს დაუჭერს. მისივე თქმით, მინისტრთა კაბინეტში პრინციპული ცვლილებები არ იგეგმება.

"ალექსანდრე ჭიკაიძეს არ ვიცნობ, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილისგან მხოლოდ კარგი მსმენია და მის მიერ შერჩეულ კანდიდატს ჩვენ მხარს დავუჭერთ. არანაირი პრინციპული ცვლილება ჩვენს კაბინეტში არ იგეგმება, ერთიან გუნდად გავაგრძელებთ საქმის კეთებას, რაც ერთი წლის წინ დავიწყეთ", - განაცხადა ალასანიამ.

მომავალმა პრემიერმა და მოქმედმა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის შემცვლელად თბილისის სამმართველოს უფროსი ალექსანდრე ჭიკაიძე გუშინ წარადგინა.

კომენტარები