შს მინისტრი

ნადირაშვილი: შინაგან საქმეთა მინისტრად ალექსანდრე ჭიკაიძე განიხილება

primetimenews.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირმა ნადირაშვილი სოციალურ ქსელში "Facebook", ავრცელებს ინფორმაციას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე ჭიკაიძის კანდიდატურა განიხილება. 

"ახალი ინფორმაცია, რომელიც პოლიციელთა წრეში ამ წუთებში აქტიურად განიხილება. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე საუბარია, რომ შეიძლება ჭიკაიძე დანიშნონ. ის ამჟამად ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსია. 9 თვის წინ ის ლეიტენანტი იყო, ახლა პოლკოვნიკია. წოდებებს როგორც ჩანს ყოველ თვეს პრემიასავით აძლევდნენ. მაგარია, როცა გავლენიანი მეგობრები გყავს", - აცხადებს ნადირაშვილი. 

დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრმა და მომავალმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრესას განუცხადა, რომ მისი შემვლელი უკვე შერჩეული ყავს და ამ საკითხზე პრემიერთან კონსულტაციები უკვე გაიარა. 

კომენტარები