რუსეთი

მოსკოვში პოლიციის პირველი „გამჭვირვალე“ შენობა გაიხსნა

ria.ru

მოსკოვში პოლიციის პირველი „გამჭვირვალე" განყოფილება გაიხსნა. სააგენტო რია ნოვოსტის ცნობთ, კრასნოსელსკის პოლიციის რაიონული განყოფილების ახალი შენობა 8 ნოემბერს მოსკოვის პოლიციის უფროსმა ანატოლი იაკუნინმა და რუსეთის დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა გახსნეს. შენობაში კაბინეტების უმრავლესობის კედლები გამჭვირვალეა და დერეფნებიდან ჩანს ყველაფერი, რაც შიგნით ხდება. თუმცა, შენობის გარეთა კედლები გამჭვირვალე არ არის.

იმის შესახებ, რომ მოსკოვის პოლიცია გამჭვირვალე შენობებში გადავა, ზაფხულში ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა. რუსული მედია კი გასულ თვეში წერდა, რომ არქიტექტორებს პოლიციის გამჭვირვალე (გარედან და შიგნიდან) შენობების პროექტები უკვე მომზადებული აქვთ. ერთ-ერთი პროექტი („ზღვის ტალღის მსგავსი" მინის შენობა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მსგავსია.

 

 

კომენტარები