დავით უსუფაშვილი ლატვიაში

დავით უსუფაშვილი ლატვიაში შეხვედრებს მართავს

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სამუშაო ვიზიტით რიგაში გაემგზავრა. ის ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ლატვიის მთავრობის წარმომადგენლებს ხვდება. ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები და ვილნიუსის მოახლოებული სამიტი იყო. ლატვია იმედს გამოთქვამს, რომ ვილნიუსის სამიტზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირება მოხდება და ასევე იმედოვნებს, რომ  2015 წელს, როდესაც სამიტს ლატვია უმასპინძლებს, ამ შეთანხმებას ხელი მოეწერება. 

"მოხარული ვარ, ვიყო აქ ვილნიუსის სამიტის წინ. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ახლოს არის თავის ოცნებასთან,  იყოს ინტეგრირებული დიდ ევროპულ ოჯახში და ხელი მოეწეროს ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც საქართველოს თავის ადგილს დაუმკვიდრებს ევროპაში. ეს არის წინა ხელისუფლების მრვალწლიანი მუშაობის შედეგი და ასევე თქვენი ქვეყნის, ხელისუფლების და პარლამენტის მხარდაჭერის დამსახურებაც, რის გამოც დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ" - განაცხადა დავით უსუფაშვილმა რიგაში. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს ლიტვაშიც გამართავს.

კომენტარები