შს მინისტრი

ხიდაშელი: ღარიბაშვილმა უკვე შეარჩია შს მინისტრი და მე ვიცი მისი ვინაობა

თინა ხიდაშელი
primetimenews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა მომავალი შს მინისტრის კანდიდატურა უკვე შეარჩია. როგორც ხიდაშელმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, მან ზუსტად იცის ვინ იქნება შს მინისტრი, თუმცა ვინაობას ვერ გაამხელს.

"ვინ იქნება შს მინისტრი, ამას ძალიან მალე გაიგებთ. მე ზუსტად ვიცი პასუხი ამ კითხვაზე, თუმცა ნამდვილად არ მაქვს უფლება დღეს ამაზე ვილაპარაკო", - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი თავის შემცვლელად დაასახელა. 

კომენტარები