ახალაიას შეწყალება

ზაქარეიშვილი: მიმაჩნია, რომ ბაჩო ახალაია ასე ადვილად ვერ დატოვებს საპყრობილეს

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის აზრით,  პრეზიდენტის მიერ მიღებული შეწყალების აქტი ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. 

”ვიდრე ის პრეზიდენტია, ის განაგრძობს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს . სულ ცოტა დროღა დარჩა, 17 ნოემბრამდე მოვითმინოთ.  რა თქმა უნდა, მას აქვს უფლებამოსილება, რომ შეიწყალოს პატიმრები. მათ შორის, ბუნებრივია,  ბაჩო ახალაიაც , მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ერთ-ერთი ბოლო იქნება მის მიერ ჩადენილი ბოროტება სახელმწიფოს წინაშე.  მაინც ბაჩო ახალაიას სხვა თემებზეც აქვს ბრალდებები, ასე რომ მიმაჩნია, რომ ბაჩო ახალაია ასე ადვილად ვერ დატოვებს საპყრობილეს.” - თქვა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები