ახალაიას შეწყალება

ბარნოვი: პროკურატურას აქვს მცდელობა, კანონიერმა ქურდებმა შური იძიონ ახალაიაზე

www.weeknews.ge

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი მიხეილ სააკაშვილის მიერ ბაჩო ახალაიას შეწყალების აქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, პროკურატურას აქვს მცდელობა, ”მისცენ უფლება კანონიერ ქურდებს, რომ იძიონ შური და ციხეში ჩასვან ადამიანი”

”პროკურატურამ ერთწლიანი ყველანაირი მცდელობის მიუხედავად ვერ მოახერხა , თუნდაც ერთი რომელიმე ბრალი გასაგებად დაედასტურებინა. მათ აქვთ მცდელობა, მისცენ უფლება კანონიერ ქურდებს, რომ იძიონ შური და ციხეში ჩასვან ადამიანი, რომელიც ქვეყანაში ხმალამოღებული იბრძოდა ქვეყანაში წესრიგისა და სტაბილურობის დასამკვიდრებლად. ეს იყო ძირითადი მოტივაცია, როს გამოც პრეზიდენტმა ხელი მოაწერა შეწყალების აქტს და გვაქვს სამწუხარო რეალობა, რომ ისევ და ისევ პროკურატურის მაქინაციების გამო , ბაჩო ახალაია ახალ აბსურდულ ბრალდებასთან დაკავშირებით რჩება წინასწარ პატიმრობაში და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცით. ” - თქვა ბარნოვმა.

 

კომენტარები