ახალაიას შეწყალება

მინაშვილი: ახალაიას შეწყალების აქტი იყო განაცხადი, რომ კრიმინალი დამარცხდა

რადიო "თავისუფლება"

ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი მინაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებულ ბაჩო ახალაიას შეწყალების აქტს აფასებს. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იყო განაცხადი, რომ კრიმინალური ავტორიტეტები, ორგანიზებული დანაშაული და მაფია სახელმწიფოს წინაშე დამარცხდა.

”ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო თავად სახელმწიფოსათვის, იმიტომ, რომ ეს იყო კიდევ ერთი განაცხადი იმაზე, რომ კრიმინალური ავტორიტეტები, ორგანიზებული დანაშაული, მაფია დამარცხდა სახელმწიფოს წინაშე. თქვენ იცით, რომ საქართველოს მთავრობა, პროკურატურა აწარმოებდა სადამსჯელო ოპერაციებს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ქურდებთან ერთად, იმისათვის, რომ მან წარმატებული ბრძოლა განახორციელა კრიმინალის წინააღმდეგ თავის დროზე. ამიტომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი სიგნალი იყო. ასეთი მოქმედებები არც დღევანდელ ხელისუფლებას , არც კრიმინალს არ გაუვა მომავალში.” - თქვა მინაშვილმა.

კომენტარები