ახალაიას შეწყალება

ონიანი: ახალაიას შეწყალების აქტს პოლიტიკური წონა და მნიშვნელობა აქვს

primetimenews.ge

ბაჩო ახალაიას ადვოკატის გიორგი ონიანის თქმით, ახალაიას შეწყალების აქტს პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება საჭირო და გამართლებული ნაბიჯი იყო.

”სახელმწიფოებრივად აბსოლუტურად საჭირო და გამართლებული ნაბიჯი იყო , რომ კანონიერი ქურდების ჩვენებებით ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, და ყოფილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორი არ ყოფილიყო პატიმრობაში და არ გაფორმებულიყო საბოლოოდ კრიმინალის გამარჯვება სახელმწიფოზე.  აქედან გამომდინარე, ეს შეწყალების აქტი არ არის მხოლოდ ბაჩო ახალაიასთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე , აღნიშნულ აქტს, ჩემი აზრით, აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური წონა და პოლიტიკური მნიშვნელობა” - თქვა ონიანმა.

კომენტარები