მომავალი პრემიერმინისტრი

ნორლანდი: მომავალი პრემიერმინისტრის საკითხი საქართველოს გადასაწყვეტია

აშშ-ის საელჩო საქართველოში

აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა რაიმე ფორმით ჩართული საქართველოს მომავალი პრემიერმინისტრის კანდიდატურის შესარჩევ კონსულტაციებში, პასუხობს, რომ ეს საკითხი საქართველოს გადასაწყვეტია.

ნორლანდის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაციაც 17 ნოემბერს შედგება. "ასევე, საქართველოს ეყოლება ახალი პრემიერმინისტრი იმავე პარტიიდან. საქართველოს ჰყავს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ამ თანამდებობაზე ერთი წელია მუშაობს და უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, რომლის პარტიამ არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა. საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად მნიშვნელოვანია სხვადასხვა პარტიების თანამშრომლობა. საქართველოს ნამდვილად არ აქვს დასაკარგი დრო და მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ის მრავალწლიანი მიღწევები, რაც საქართველოს პოლიტიკური დამსახურებაა", - თქვა ნორლანდმა.

ასევე ნორლანდმა ინაუგურაციასთან დაკავშირებით თქვა, რომ ცერემონიალს აშშ-დან მაღალი რანგის დელეგაცია დაესწრება.

 

კომენტარები