მომავალი პრემიერმინისტრი

კალაძე: ღარიბაშვილს შესწევს უნარი, იყოს ქვეყნის პრემიერმინისტრი

კახა კალაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს შესწევს უნარი, იყოს ქვეყნის პრემიერმინისტრი. აღნიშნულის შესახებ მან გადაცემაში ღია ეთერი ისაუბრა.

"თუ მისი კანდიდატურა იქნება დასახელებული, მე რა თქმა უნდა, მივესალმები და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის ყველა წევრი მიესალმება ამ კანდიდატურას, რადგან ის ნამდვილად ღირსეული პიროვნებაა და მას შესწევს უნარი, იყოს ქვეყნის პრემიერმინისტრი", - აღნიშნა კალაძემ.

კალაძის თქმით, კოალიციაში პრემიერმინისტრის ვინაობაზე განხილვა არ ყოფილა. "არ ყოფილა გუნდში იმის განხილვა თუ ვინ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი. ხვალ საზოგადოება გაიგებს ვინ იქნება ქვეყნის პრემიერი, იქნება აუცილებლად დასახელებული თუ ვინ იქნება შინგან საქმეთა მინისტრიც და ალბათ გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს მინისტრთა კაბინეტშიც, მაგრამ არ ვიცი, დაველოდოთ, არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწო და განცხადებები გავაკეთო", - თქვა კალაძემ.

 

კომენტარები