სავიზო რეჟიმი ისრაელთან

ღარიბაშვილი: ისრაელმა უდიდესი ნდობა გამოგვიცხადა

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/irakli.garibashvili.96

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოსა და ისრაელს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ისტორიულს უწოდებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებისა და გაძლიერებისკენ.

„ეს გადაწყვეტილება არის ნამდვილად ისტორიული. მე აღვნიშნე შეხვედრისას, რომ ეს არის უდიდესი ნდობის გამოცხადება, პირველ რიგში, ჩვენი მთავრობის მიმართ, მთავრობის მეთაურის მიმართ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის უდიდესი ნდობის გამოცხადება ქართველი ხალხის მიმართ. ასე რომ, ეს არის ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების და გაძლიერებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ზეევ ელკინის თქმით, ისრაელის ხელისუფლებამ საქართველოსთან უვიზო რეჟიმზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ მან პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ისრაელი საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პარტნიორად მიიჩნევს.

კომენტარები