სავიზო რეჟიმი ისრაელთან

ფანჯიკიძე: ისრაელთან უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებები დაიწყო

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ცნობით, ისრაელთან სავიზო რეჟიმის გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები ისრაელში უვიზოდ გამგზავრებას ხვალიდანვე შეძლებენ. მისი თქმით, ეს მოლაპარაკების დაწყებას ნიშნავს.

"ძალიან მალე ძალაში შევა სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა და გაგრძელდება მოლაპარაკებები, რომ ჩვეულებრივი პასპორტებისთვისაც იყოს უვიზო მიმოსვლა. ეს რამდენიმეთვიანი პროცესია", - თქვა ფანჯიკიძემ.

ისრაელში მოგზაურობის მსურველებს მაია ფანჯიკიძე ურჩევს, თვალი მიადევნონ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდს, სადაც უვიზო მიმოსვლის ვადებზე ინფორმაცია განთავსდება.

კომენტარები