არჩევნები 2013

ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამება დაასრულა

ცესკო

ცესკომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამება დაასრულა. წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ხმების 62,11% მოიპოვა, მას მხარი 1 012 214-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.

მეორე ადგილზე ხმათა 21,73%-ით ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა, მან 354 206 ხმა მიიღო. მესამე ნინო ბურჯანაძეა 10,18 %-ით, მას მხარი165 933 ამომრჩეველმა დაუჭირა.

შალვა ნათელაშვილს მხარი ამომრჩეველთა 2,88%-მა, გიორგი თარგამაძეს კი 1,06%-მა დაუჭირა. 

საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი 1 661 273-მა ამომრჩეველმა გააკეთა, რაც დარეგისტრირებული ამომრჩევლის 46.96%-ს შეადგენს. 

კომენტარები