არჩევნები 2013

მარგველაშვილი: ამაყი ვარ, რომ ამ პროცესში ბიძინასთან ერთად ვმონაწილეობ

Reuters

პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ახალმა მთავრობამ მოახერხა და ჩაატარა უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნები. როგორც მარგველაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის არის ამაყი, "რომ ამ ისტორიულ პროცესში ბიძინა ივანიშვილთან ერთად მონაწილეობს". მისი თქმით, 27 ოქტომბრის არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ქვეყანამ მინუსიდან მიაღწია ევროპულ არჩევნებს.

"ჩვენ გვახსოვს რითი დაიწყო წინასარჩევნო კამპანია. მთავარ კონკურენტს ჩამოართვეს მოქალაქეობა. ეს იყო ჯარიმები, ჩამორთმეული ქონებები, ადმინისტრაციული ჯარიმები. ასე იწყებოდა 2012 წლის არჩევნები და სრულიად სხვა რეჟიმში ჩავატარეთ 2013 წლის არჩევნები. ჩვენ ეს ტრადიციად ვაქციეთ. ამ ვითარებაში ჩვენ შევძელით და დავიწყეთ სრულიად ახალი ტიპის ქვეყნის მშენებლობა, ეს არჩევნები მოახდენს დიდი გავლენას. რა მოტივაციით, რა ენერგიით გავაგრძელებთ ევროპული ქვეყნის მშენებლობას. მე ვარ ამაყი, რომ ამ პროცესში ქართული საზოგადოების გამორჩეულ ადამიანებთან ერთად ვარ. ჩემი სიამაყე არის ის, რომ ბიძინასთან ერთად ამ ისტორიულ პროცესში ვმონაწილეობ. 2012 წლიდან ჩვენ მივდივართ წარმატების და გამარჯვების გზაზე. 2012 წელს ჩვენ პოლიციური რეჟიმი დავამთავრეთ, 2013 წელს კი, ტკივილების მოშუშებაში დავეხმარეთ საზოგადოებას და ჩავუყარეთ საფუძველი ევროპულ არჩევნებს", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

კომენტარები