არჩევნები 2013

ცესკო: არჩევნების დღეს სამი საჩივარი შემოვიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ცესკოში სამი საჩივარი შევიდა. როგორც ეკა აზარაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნებზე მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა და ადგილი მხოლოდ პროცედურულ დარღვევებს ჰქონდა. მისივე თქმით, ცესკოში შესული სამი საჩივრიდან, ორი წარადგინა დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველომ. ეს საჩივრები სააგიტაციო წესების დარღვევას ეხება, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაცია მწვანე დედამიწის საჩივარი კენჭისყრის კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღების წესების დარღვევას უკავშირდება.

ეკა აზარაშვილის ინფორმაციით, 18:00 საათზე ცესკოში გაიმართება სხდომა, სადაც კომისია სამივე საჩივართან დაკავშირებით იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

კომენტარები