არჩევნები 2013

ცესკო: არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი 62,08%-ით ლიდერობს

ცესკო

ცესკოს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი 62,08%-ით ლიდერობს.

მეორე ადგილზე დავით ბაქრაძეა, რომელსაც არჩევნებზე მხარი 21,91%-მა დაუჭირა. მესამე ადგილს დემოკრატიული მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე, 10,05%-ით იკავებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 3 741 უბნიდან, უბნების 90,99% დათვლილია. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, დათვლილია 3376 ძირითადი, ასევე 28 ე.წ. სპეციალური უბანი.

კომენტარები