არჩევნები 2013

ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის მიხედვით გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა

ავღანეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგად დავით ბაქრაძესთან შედარებით, გიორგი მარგველაშვილმა 104 ხმით მეტი დააგროვა.
ავღანეთში კენჭისყრა ორ უბანზე ჩატარდა. საარჩევნო უბან ერედვზე ლიდერობდა დავით ბაქრაძე და მას ჰქონდა 318 ხმა, ხოლო გიორგი მარგველაშვილს - 285. საარჩევნო უბან ლეზერნეკზე კი გიორგი მარგველაშვილმა მოიპოვა 415 ხმა, ხოლო დავით ბაქრაძემ 278 ხმა. საბოლოო ჯამში ხმები ასე გადანაწილდა: გიორგი მარგველაშვილი - 700 ხმა, ხოლო დავით ბაქრაძე - 596 ხმა. დანარჩენმა კანდიდატებმა ბევრად ნაკლები ხმები დააგროვეს. ავღანეთში ჩატარებული არჩევნების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს.

კომენტარები