არჩევნები 2013

თამარ ჟვანია: არჩევნები შედგა

www.cec.gov.ge

არჩევნები შედგა. ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მან საარჩევნო პროცესების მიმდინარეობა მედიასთან დღეს პირველად შეაფასა და განაცხადა, რომ არჩევნები სერიოზული დარღვევებისა და ექსცესების გარეშე ჩატარდა.

"ეს იყო ქართველი ხალხის კიდევ ერთი დიდი წარმატება. ამომრჩევლებმა შეძლეს საკუთარი ნება თავისუფლად გამოეხატათ საარჩევნო უბნებზე და დაეფიქსირებინათ საკუთარი არჩევანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ეს ჩატარდა მშვიდ გარემოში, არ იყო სერიოზული დარღვევები და ექსცესები, რომელსაც რაიმე განსაკუთრებული პრობლემა შეიძლება მოეტანა. საარჩევნო ადმინისტრაციამ იმუშავა ძალიან ოპერატიულად და ჩვენ ამ არჩევნებზე პირველად შევძელით, რომ პირველი წინასწარი შედეგები გამოგვეცხადებინა 24:00 საათისთვის. ახლა მიმდინარეობს ძალიან სწრაფ რეჟიმში ოქმების მიღება, დამუშავება და გამოქვეყნება. ჩვენ აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას ყველა იმ პრეტენზიას, რომელიც გამოიხატა არჩევნებში ჩართული სხვადასხვა მხარის მიერ. საარჩევნო ადმინისტრაცია სიფრთხილით და ადეკვატურად, კანონის შესაბამისად გააკეთებს რეაგირებას ყველა იმ პრეტენზიაზე, რომელსაც აქვს არგუმენტირებული დასაბუთება და იქნება კანონიერი. ჩვენ 19 დღე გვაქვს, რომ შევაჯამოთ არჩევნების შედეგები და თუ არ იქნება რამე მნიშვნელოვანი პრეტენზიები და სასამართლო დავები, უფრო მალეც შეგვეძლება ოფიციალური შედეგების გამოცხადება", - განაცხადა ჟვანიამ.

კომენტარები