არჩევნები 2013

საზოგადოებრივი დამცველი: ოკუპირებული სოფლების მოსახლეობამ ხმა ვერ მისცა

www.tzona.org

ქარელის, გორის, ახალგორის, საჩხერისა და პერევის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მიეცა. ამის შესახებ ორგანიზაციის - საზოგადოებრივი დამცველი - წარმომადგენელმა ლადო ბოჟაძემ საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ დრომდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა საოკუპაციო ზოლს მიღმა მყოფმა მოქალაქეებმა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა მოახერხონ. 

"ჩვენ გამოვხატავთ ძალიან დიდ შეშფოთებას, რომ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცათ. ეს არ ეხებოდა მხოლოდ ქარელისა და გორის რაიონს. ეს ეხებოდა ახალგორისა და საჩხერის, პერევის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც მოქალაქეებს, რომლებსაც აქამდე გადაადგილების საშუალება ჰქონდათ, ორი დღეა ეს შესაძლებლობა შეეზღუდათ. ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც თავის მხრივ, ევროკავშირის მონიტორინგის მისიას მიმართა", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ. 

კომენტარები