არჩევნები 2013

ფანჯიკიძე: ერთ საათში დიდ გამარჯვებას ველოდები

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ერთ საათში დიდი გამარჯვების ზეიმს ელოდება. როგორც ფანჯიკიძემ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან თქვა, იმედი აქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და ძალიან მალე საქართველოს ახალი პრეზიდენტი ეყოლება. 

"მთელმა დღემ ძალიან წყნარად ჩაიარა. ყოველ შემთხვევაში, რაც ტელევიზორიდან ისმის, არის მხოლოდ უმნიშვნელო ტექნიკურ დარღვევებზე ლაპარაკი. ეს, რასაკვირველია, ძალიან კარგია. ისეთი საარჩევნო დღე იყო ჯერჯერობით, რომ დარწმუნებული ვარ, ბოლო ერთი საათიც ისეთი იქნება, როგორიც საერთოდ წინასაარჩევნო კამპანია. კამპანია ისე მშვიდად და წყნარად მიმდინარეობდა, ხანდახან მოსახლეობას ავიწყდებოდა, რომ არჩევნები იყო. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის და ძალიან მალე, ზუსტად ერთ საათში საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი", - აღნიშნა ფანჯიკიძემ. 

 

კომენტარები