პრემიერმინისტრის კანდიდატურა

სერგეენკო: პრემიერმინისტრის კანდიდატურა მომავალ კვირაში გახდება ცნობილი

მთავრობის სხდომებზე და მინისტრთა კაბინეტში პრემიერმინისტრის კანდიდატურა განხილული არ ყოფილა. ამის შესახებ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა პრემიერმინისტრის პოსტზე და მიიღო თუ არა შესაბამისი შეთავაზება მოქმედი პრემიერმინისტრისგან, დავით სერგეენკომ უპასუხა, რომ ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. "პრემიერმინისტრის კანდიდატურა მომავალ კვირაში  გახდება ცნობილი, სხვა მხრივ ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ", - განაცხადა სერგეენკომ. 

კომენტარები