არჩევნები 2013

ბაქრაძე: ხმა მივეცი შესრულებულ დაპირებებსა და სტაბილურობას

დავით ბაქრაძის Facebook-ის გვერდი

მთაწმინდის ოლქის №27-ე საარჩევნო უბანში ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ არჩევანებში თავისი ხმა დააფიქსირა.

"ძალიან კარგი განწყობა მაქვს. ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ და უკეთეს მომავალს, ხმა მივეცი შესრულებულ დაპირებებს და ხალხის უკეთესად ცხოვრებას, ხმა მივეცი ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენს ევროპულ არჩევანს" - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, მას იმედი აქვს, რომ მოსახლეობა იმ არჩევანს გააკეთებს, რომლითაც ქვეყანა მოგებული დარჩება.
"იმედი მაქვს, გავაკეთებთ ისეთ არჩევანს, რომლითაც უკეთესად იცხოვრებს ხალხი და მოვაგვარებთ ყველა პრობლემას, რაც აწუხებს ქვეყანას და საზოგადოებას" - აღნიშნა ბაქრაძემ. ის არჩევნებზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა.

კომენტარები