მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ლერი ჭელიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ლერი ჭელიძე
msy.gov.ge

სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ქართველმა ძიუდოისტმა ლერი ჭელიძემ (55კგ), ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ავსტრალიელი, მონღოლი და უზბეკი სპორტსმენების დამარცხების შემდეგ, მეოთხედფინალში ჭელიძე ბრაზილიელ ვიქტორ ტორენტესთან დამარცხდა.

რეპეშაჟში გადართვის შემდეგ, ნახევარფინალშ ქართველმა აზერბაიჯანელ დავუდ მამადოვს სძლია, საბოლოოდ კი ბრინჯაოს მედალი იაპონელ რიჯუ ნაგაიმასთან ბრძოლაში მოიპოვა.

დღეს, ტატამზე 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში გელა კელიხაშვილი (66კგ), ლევან გუგავა977კგ) და ფრიდონ გიგანი (77ლგ) იჭიდავებენ.

კომენტარები