მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში

ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ბექა ღვინიაშვილი

ლიუბლიანაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში, დღეს ბექა ღვინიაშვილმა (90კგ) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ 17 წლის ღვინიაშვილმა ფინალამდე ყველა შეხვედრა იპონით მოიგო და საბოლოო შეხვედრაშიც ასევე იპონით დაამარცხა ყაზახი სამატ იესენი. ბექა ღვინიაშვილი რამდენიმე თვის წინ ევროპის ჩემპიონიც გახდა და ეს მისი მეორე სერიოზული ჯილდოა.

სამწუხაროდ, წარმატებული არ გამოდგა დღე სხვა ქართველი ძიუდოისტებისთვის. ლაშა ტაველური და ბექა ღონღვანი მედლის გარეშე დარჩნენ. შეგახსენებთ, რომ ღვინიაშვილის გარდა გუშინ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლერი ჭელიძემ (55კგ)

26 ოქტომბერს ტატამზე გურამ თუშიშვილი (100კგ) ლევან მატიაშვილი და გიორგი ზაქარიაძე (+100კგ) გამოვლენ

კომენტარები