მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე დღეს სამივე ქართველი დამარცხდა

ლევან გუგავა

ლუბლიანაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, 24 ოქტომბერს სამმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა და სამივე დამარცხდა.

გელა კელიხაშვილი (66კგ) მონღოლ ტუმენასან ერდენეტოგტოხთან პირველივე წუთზე, გაფრთხილებით დამარცხდა. ლევან გუგავა (73კგ) იუკოთი დაამარცხა პოლონელმა დამიან სტეპიენმა, ხოლო ფრიდონ გიგანი (73კგ) იტალიელ ანტონიო ესპოზიტოსთან სამი შიდოს მიღების შემდეგ დამარცხდა.

ხვალ 81 და 90კგ წონით კატეგორიაში, ტატამზე ბექა დონღვანი (81კგ), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური (90კგ), გურამ თუშიშვილი (100კგ), ლევან მატიაშვილი და გიორგი ზაქარიაძე (+100კგ) გავლენ.

კომენტარები