მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ლიუბლიანაში მიმდინარე მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ფინალშია. ქართველმა ძუდოისტებმა ჯერ რუსეთის, შემდეგ კი მონღოლეთის და სლოვენიის გუნდები დაამარცხეს.

ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეთის გუნდს შეხვდება, რომელმაც პოლონეთი, სამხრეთ კორეა და ჰოლანდია დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობაშია რომან მასტოპულოსი, რომელიც წარსულში ცნობილი ქართველი ძიუდოისტის გიორგი ვაზაგაშვილის შვილია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გელა კელიხაშვილი (66კგ), ლევან გუგავა (73კგ), უშანგი მარგიანი (81კგ), ბექა ღვინიაშვილი (90კგ) და ლევან მატიაშვილი (+90კგ) ასპარეზობენ. 

შეგახსენებთ, რომ ბექა ღვინიაშვილი ლიუბლიანაში 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ფინალური შეხვედრები კი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მათი ყურება ინტერნეტის საშუალებით შეგეძლებათ

კომენტარები