ევროკავშირის მოთხოვნა უკრაინას

ევროკავშირი უკრაინისგან იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას ითხოვს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უკრაინა განხილვის მთავარი თემა იყო. ევროკავშირის ბევრი ქვეყანა უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე, პრეზიდენტ იანუკოვიჩისგან ყოფილი პრემიერის იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებას ითხოვს. ლუქსემბურგში შეკრებილმა მინისტრებმა უკრაინას მოუწოდეს ტიმოშენკოს საკითხი სასწრაფოდ გადაწყვიტოს. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტიმოშენკოს გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრების საშუალებას მისცემს, თუ პარლამენტი შესაბამის კანონს დაამტკიცებს.

ლუქსემბურგის მინისტერიალი აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის მომზადებას ეძღვნება, რომელზეც საქართველო მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას გეგმავს. უკრაინა კი. ხელშეკრულების ხელმოწერას აპირებს.

კომენტარები