ხელოვანების აქცია დიცში

ნეკრასოვი: ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემი ქვეყანა ასე მოექცა თქვენსას

radiotavisupleba.ge

დღეს სოფელ დიცში ხელოვანები ჩავიდნენ და რუსების მიერ მავთულხლართების გადმოწევა გააპროტესტეს. მათ შორის იმყოფებოდა რუსი რეჟისორი, დოკუმენტურ ფილმ რუსული გაკვეთილების ავტორი, ანდრეი ნეკრასოვი. მისი თქმით, ის რუსეთის პატრიოტია, თუმცა, ამ გზით რუსეთის მიერ გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვა, არა მხოლოდ უსამართლო, არამედ სულელურია.

”მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა და შეპირდა მთელს მსოფლიოს, რომ დაუბრუნდებოდა იმ მდგომარეობას, რომელიც 2008 წლის ომამდე იყო, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ეს ასე არ ხდება. და, როგორც ვხვდები, საზღვრები უფრო აქეთ იწევს კიდეც და სცილდება ქართულ მიწას. თუმცა, კარგად ვიცით, რომ იმ მხარესაც ქართული მიწაა. მე რუსეთის პატრიოტი ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ გზით რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვა არა მარტო უსამართლო, სულელურიცაა, რადგან საქართველოსთან უნდა ვმეგობრობდეთ. 21-ე საუკუნეში ქვეყნები თავიანთ მიზნებს აღწევენ მეგობრობით, ვაჭრობითა და ურთიერთგაგებით. ამას საქართველოში ყოველთვის ვხედავ. ძალიან სამწუხაროა და უსიამოვნოა ჩემთვის, რომ ჩემი ქვეყანა ასე მოექცა თქვენსას.” - თქვა ნეკრასოვმა.

ხელოვანებმა სოფელ დიცში მაღვიძარა გამაძლიერებლით დარეკეს და პლაკატები გაშალეს, წარწერით ”წადით სახლში!”.

კომენტარები