დავით უსუფაშვილი ქართულ ოცნებაზე

უსუფაშვილი: ორი წლის წინ ივანიშვილმა ჩამოიარა და ლაშქარი აკრიბა

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ, უმრავლესობიდან დეპუტატების გასვლის საფუძველს ვერ ხედავს. თუმცა აღნიშნა, რომ კოალიცია რამდენიმე პოლიტიკურ გაერთიანებას აერთიანებს  და ამ რეალობის გათვალისწინებით, ზოგადად, პერსპექტივაში გამორიცხული არ არის, რომ ზოგიერთ დეპუტატს კოალიციიდან გასვლის სურვილი გაუჩნდეს.

"შეგახსენებთ, რომ კოალიცია ქართული ოცნება ბრძოლაში შეიქმნა. მეტაფორულად რომ ვთქვათ, ორი წლის წინ, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა და ბრძოლა დაიწყო, მან ჩამოიარა საქართველო და ლაშქარი აკრიბა. ლაშქარი, რომელიც კოალიცია ქართულ ოცნებად ჩამოყალიბდა, მომზადებული იყო პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისთვის. ამის შემდეგ, როცა პოლიტიკური მტერი და მოწინააღმდეგე დავამარცხეთ, შევხედეთ ერთმანეთს და ვთქვით, რომ ამოცანა შესრულებულია, ახლა ქვეყანა უნდა ვმართოთ და ავაშენოთ. ამიტომ ამ ახალმა ამოცანამ და რეალობამ ყველა გარკვეული სიახლის წინაშე დაგვაყენა. უცბად, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ვიღაც თუ თვლიდა, რომ, მაგალითად, დავით უსუფაშვილი ბრძოლაში კარგი და ასატანი იყო, ახლა, ქვეყნის აშენებისას მთლად კარგი და ასატანი არ არის. ამიტომ გამორიცხული არაა, რომ ზოგიერთ პარლამენტის წევრს გარკვეული აზრები გაუჩნდა, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, არანაირი საფუძველი და ნიადაგი არ არსებობს იმისა, რომ ვთქვა - ვიღაც ინდივიდუალურად, ან ჯგუფურად უმრავლესობიდან გასვლას აპირებს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

კომენტარები