2014 წლის 1-ლი იანვრიდან აფთიაქში ფსიქოტროპული წამლის შესაძენად რეცეპტი აუცილებელი იქნება, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
"თითქმის ორი თვე გავიდა, რაც პარლამენტმა მიიღო კანონი რეცეპტების სავალდებულობის შესახებ. 2014 წლის პირველი იანვრიდან ეს კანონი ამოქმედდება. ჩვენ უკვე დავასრულეთ გარდამავალი ეტაპის გეგმა. სანქციები მოიაზრება მზარდი. პირველი ორი ნაბიჯი არის ფინანსური სანქციები, ხოლო მესამე შემთხვევაში ლიცენზიის ჩამორთმევა", - აღნიშნა სერგეენკომ.





