სერგეენკო სტომატოლოგიური კლინიკებზე

სერგეენკო: სტომატოლოგიურ კლინიკებს ლიცენზიის მოპოვება მოუწევთ

facebook.com/mohgovge

დღეს არსებული მდგომარეობით, სტომატოლოგიური კლინიკები არ ექვემდებარება არანაირ ლიცენზირებას, მაგრამ ეს შეიცვლება, - მთავრობის სხდომის დაწყებამდე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

"ნებისმიერს შეეძლო ნებისმიერი აღჭურვითა და ფართით სტომატოლოგიური აქტივობის დაწყება ისე, რომ სამინისტროს საქმის კურსში არ აყენებდა. შესაბამისად, ჩვენ არ გვქონდა არანაირი ბერკეტი, გაგვეკონტროლებინა რა ხდებოდა რეალურად იქ. დღეს მთავრობის სხდომაზე სწორედ ეს საკითხი იქნება ერთ-ერთი განხილვის საგანი", - განაცხადა სერგეენკომ. 

სერგეეკნოს თქმით, სტომატოლოგიური ლიცენზიის შემოღება არ გააძვირებს მომსახურებას, თუმცა რომც გააძვიროს, ადამიანის ჯანმრთელობა უფრო მეტად ფასობს.

 

კომენტარები