ივანიშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ივანიშვილი: მინდა, საქართველოს მოქალაქეობა სასამართლოს გზით აღვიდგინო

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი უამრავ ადამიანს, იუსტიციის სამინისტროსთან შეუთანხმებლად, მოქალაქეობას აძლევს. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი მოქალაქეობის შესახებ სასამართლო პროცესები თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ განახლდება.

"მე მინდა, რომ საქართველოს მოქალაქეობა არა სააკაშვილის გადმოგდებულით აღვიდგინო, არამედ კანონიერი, სასამართლოს გზით. ამ ბავშვებმა ყველაფერი ყირაზე დააყენეს. ევროპელებს ხშირად ვეკითხები, როგორ მოგწონთ, რომ ევროპელი იყოს საქართველოს პრემიერმინისტრი, ხოლო ამავდროულად, თუ ის საქართველოს მოქალაქე გახდება, ტოვებს პრემიერმინისტრის პოსტს. ასეთი კონსტიტუცია დაგვიტოვეს ბიჭებმა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კონსტიტუციური ცვლილება იგეგმებოდა და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა არც ოპოზიციასთან. ისინი თანახმანი იყვნენ, ეს შეცვლილიყო. მაგრამ მაინც მე მეწერებოდა, ითვლებოდა ისე, რომ ჩემ გამო იცვლებოდა", - აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები