ცესკო

ცესკომ ფოტო-ვიდეო გადაღების რეგულაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ცესკო

16 ოქტომბერს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ სხდომაზე დადგენილება განიხილეს, რომელიც კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღების პროცედურებს არეგულირებს.

ცესკოს ცნობით, კომისიამ დადგენილებიდან პირველი მუხლის მეორე პუნქტის ამოღების გადაწყვეტილება მიიღო. ”დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში კენჭისყრის კაბინის ფოტო-ვიდეო გადაღება”, ვინაიდან საარჩევნო კოდექსის მერვე მუხლის 25-ე პუნქტი (”კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, კენჭისყრის კაბინის გარდა, საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ აწარმოონ ფოტო-ვიდეო გადაღება”), კენჭისყრის შენობაში  კენჭისყრის კაბინის ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვის საკითხს ისედაც არეგულირებს. კომისიამ ასევე გადაწყვიტა გააუქმოს დადგენილების რეგულუაცია, რომლის მიხედვითაც კენჭისყრის შენობის დატოვების შემთხვევაში უფლებამოსილი პირი კარგავდა შენობაში დაბრუნების უფლებას (მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი)," - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე დადგენილების მეორე მუხლის მე-2 პუნქტი კი ახალი რედაქციით ყალიბდება:

”მინიმალური მანძილი ნებისმიერი პირისთვის ფოტო-ვიდეო გადასაღებად უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრით დაშორებული გადაღების სუბიექტიდან/ობიექტიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კენჭყისყრის შენობა არ იძლევა 3 მეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას. ასეთ შემთხვევაში გადასაღებ ადგილს განსაზღვრავს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე”.

კომენტარები