საპრეზიდენტო არჩევნები

ივანიშვილი არჩევნებზე: ძალიან დიდი, 97-98% ალბათობით, მეორე ტური არ იქნება

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მოამბესთან ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის ალბათობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ”ძალიან დიდი, 97-98% ალბათობით, მეორე ტური არ იქნება”

„მე ვერ წარმომიდგენია, რომ როგორ შეიძლება მეორე ტური ჩატარდეს, რა უნდა მოუვიდეს ქართველ ხალხს და საქართველოს მოსახლეობას, ჩვენ ესეთი სიტუაციიდან გამოვიყვანეთ ქვეყანა და მთელი ერთი წლის განმავლობაში ახალ მთავრობას პოზიტივის მეტი არაფერი არ გაუკეთებია და არც ერთი დიდი შეცდომა არ დაუშვია, უამრავი სოციალური პრობლემები გადავჭერით, გავაკეთეთ იმაზე მეტი რაც დავპირდით. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და სერგო კაპანაძემ ხალხი ხედავს იმას რაც გაკეთდა და არ არის ხალხი ასეთი ბნელი როგორიც მათ გონიათ, ამის იმედი მაქვს მე და აი, ნახავთ რომ შედეგიც იქნება და ჩვენ პირველ ტურში საეჭვოდ კი არა, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ", - თქვა ივანიშვილმა.

 

კომენტარები