სპეცოპერაცია ხორგაში

სპეცოპერაციისას დაჭრილი პოლიციელების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

Reuters

ხობის რაიონში, სოფელ ხორგაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი პოლიციელების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება . შს სამინისტროს ცნობით, საავადმყოფოში მოთავსებული სამართალდამცველები მსუბუქად არიან დაჭრილები და ამჟამად თავს კარგად გრძნობენ.

გუშინ ხობის რაიონის სოფელ ხორგაში სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის მიზანიც ყაჩაღობისთვის ძებნილი თეიმურაზ ოკუჯავას დაპატიმრება იყო. ოპერაციის მსვლელობისას ყაჩაღებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს. ორმხრივი სროლის შემდეგ თეიმურაზ ოკუჯავას ლიკვიდაცია მოხდა. სროლის შემდეგ დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი დავით დემურია, ოთხი პოლიციელი კი დაიჭრა.

თეიმურაზ ოკუჯავა 2013 წლის 3 აგვისტოდან ყაჩაღობის ბრალდებით იძებნებოდა. ის თანამზრახველებთან ერთად პირველ ოქტომბერს ხობის რაიონის სოფელ თორსაში საკუთარი ნათესავების - ქარჩავების ოჯახს თავს დაესხა. 

კომენტარები