სპეცოპერაცია ხორგაში

პოლიციასა და ყაჩაღებს შორის შეტაკებისას პოლიციელი დაიღუპა

ხობის რაიონის სოფელ ხორგაში სპეცოპერაციას ერთი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ყაჩაღურ დაჯგუფებასთან დაპირისპირებისას ერთი პოლიციელი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.

 სპეცოპერაციისას დაჭრილი 4 თანამშრომელი ზუგდიდის საავადმყოფში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ეს ყაჩაღთა ის ჯგუფია, რომელიც ხობის რაიონის სოფელ თორსაში ქარჩავების ოჯახს თავს დაესხა და ერთი ადამიანის სიცოხლე იმსხვერპლა.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დაღუპულია ერთი თავდამსხმელი, ხოლო ერთი დაკავებულია. დაჯგუფების მესამე წევრზე ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. 

 

კომენტარები