სოფელი დვანი

დღეს სოფელ დვანში ხელოვანებიც ჩავიდნენ

მავთულხლართები დიცში

დღეს სოფელ დვანში ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით,  ხელოვანები ჩავიდნენ. მათ საოკუპაციო ზოლთან პერფორმანსი მოაწყვეს.

ხელოვანები ამბობენ, რომ საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის  დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტსაც გამართავენ.

გარდა ხელოვანებისა, დღეს საქართველოს 50-მდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტმა დვანში შექმნილი ვითარება ადგილზე გააპროტესტა. სტუდენტურმა თვითმმართველობებმა დვანის მაცხოვრებლების დასახმარებლად სპეციალური პროგრამები შეიმუშავეს - სტუდენტები დაზარალებულ მოსახლეობას საჭიროებების მიხედვით დაეხმარებიან.

კომენტარები